Saturday, March 6, 2010

ჩვენი სტუმრები



პროექტის მიზანი: მოვაბრუნოთ ბავშვები წიგნისაკენ. მოიძიონ და წაიკითხონ ვანო ჩხიკვაძის “ზამთრის წიგნი “ და გიორგი სოსიაშვილის “2008 წლის შვებულება”,მოიძიონ მასალები მათ შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს უახლოესი დროის საქართველო რუსეთის ურთიერთობებს, ამის საფუძველზე წარმოქმნილ მოვლენებს ცხინვალსა და აფხაზეთში და სთხოვს მოიძიონ როგორ არის ასახული აღნიშნული მოვლენები ვანო ჩხიკვაძის “ზამთრის წიგნსა” და გიორგი სოსიაშვილის “2008 წლის შვებულებაში.” მოსწავლეები იწყებენ ზრუნვას ორივე წიგნისა და ავტორების ბიოგრაფიების .მოსაძიებლად, კითხულობენ, ირჩევენ თითო მოთხრობას და წერენ თავიანთ შეხედულებებს აღნიშნულ ნაწარმოებებზე და გეგმავენ კონფერენციას.
კონფერენციას დაესწრებიან ავტორები, მასწავლებლები,მშობლები და სხვა კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ჩხიკვაძისა და სოსიაშვილის ნაწარმოებებს და თავიანთ შეხედულებებს თითოეულ ნაწარმოებზე. ღონისძიების ბოლ ოს გადაიღებენ სამახსოვრო სურათებს და თითოეულ მათგანს გადასცემენ საჩუქარს.
მონაწილეთა ასაკი: 16 წელი, მე 10 კლასი.
ვადების ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეების მიერ მასალების მოძიება და განხილვა, მასწავლებელთან ერთად ღონისძიების დაგეგმვა. მოთხრობების შერჩევა საღამოზე განსახილველად.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გაუჩნდებათ მეტი სურვილი წიგნის კითხვისა, მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას,გააკეთებენ ელექტრონულ ჟურნალს ჩატარებულ ღონისძიებაზე. მწერლებს გაუმშვენიერებენ ცხოვრებას.
სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან თანამოქალაქე მამულიშვილებს .
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ–სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, სიტყვის ხელოვნება, ფოტოხელოვნება და ისტ.
ფასილიტატორი: ნუნუ გოგინაშვილი
ფასილიტატორის ელ ფოსტა: nunu goginashvili.@gmail.com
ჩემი პორტფელიო:
,,ნიკო ფიროსმანის სტუმარი” ვადიმ კოროსტილოვის მიხედვით.